Sunday, March 6, 2016

დღე- 9 

დადგა ინტელის სამუშაო მეცხრე დღე. ფინიშამდე საკმაოდ ყოჩაღად მივედით. თვალი გადავავლეთ განვლილ რვა დღეს და დავრწმუნდით, რომ დრო ფუჭად არ დაგვიხარჯავს.დავხვეწეთ ტექნოლოგიათა მართვის უნარ- ჩვევები. ვფიქრობ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. დავრწმუნდი, რომ ჩვენს ყოველდღიურ გაკვეთილებს თუ დროის სივრცეში გაწერილი პროექტის მიხედვთ ჩავატარებთ, შედეგი ათასჯერ უფრო უკეთესი იქნება, უფრო მეტიც, ჩვენ გავხდებით 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეების მესაჭეები.შევძლებთ მოსწავლეებს მივცეთ არამარტო საგნობრივი ცოდნა, არამედ ვასწავლოთ საკუთარის სიყვარული, და სხვისის პატივისცემა, რაც გლობალიზაციის უმთავრესი ბერკეტი იქნება.

Saturday, March 5, 2016

დღე მე-8
დღევანდელი სამუშაო დღე თითქმის ყველა წევრმა შემართებით დაიწყო. განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა. გამოვხატეთ ჩვენი შეხედულებები შეფასების დონეებთან მიმართებით.
 დღის მეორე ნახევარი მოვანდომეთ საქაღალდეების შქმნა-შენახვის ტექნოლოგიების გაცნობას. ასევე ვიმუშავეტთ პროექტის მოკლე შინაარსის,განხორციელების დროის, ზოგადი და თემატური შეკითხვების, სასწავლო პროცედურებისა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სხვა კომპონენტების დეტალებზე.
  დღე საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ საინტერესო იყო.

Friday, March 4, 2016

დღე-7

დღევანდელი სამუშაო დღით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან შევძელი დამემსხვრია სტერეოტიპი- ამას მე ვერ შევძლებ! ასე რომ, ვიდრე ვარსებობ, ჩემს არსებობას აზრი უნდა ჰქოღნდეს,თორემ ჩემი სიცოცხლე მკვდარი სიცოცხლე იქნება, ამას სიკვდილი სჯობს!
დღე-მე-6
მართალია, ბარათაშვილი ამბობს, სასაცილოა ბერიკაცი რომ ყმაწვილობდესო, მაგრამ დღეს მე, პენსიონერმა მასწავლებელმა, ჩინებულად მოვირგე ყმაწვილის როლი და მისი თვალით შევაფასე , რამდენად აქტუალურია დღეს სიმართლისათვის თვალის გასწორება.დავფიქრდი, რით შეიძლება დავეხმარო და დავაკვალიანო მოსწავლე, რომ მოვუხსნა შიშისა და უხერხულობის გრძნობა. აქტიურად ჩავრთო პროექტში-მათალს ვიტყვი!მივიყვანო იმ დასკვნამდე, რომ სიმართლის თქმა ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური თემაა. იგი აუცილებელია საზოგადოებრივი პროგრესისათვის.
   ასე რომ დღევანდელი მოდული საკმაოდ ნაყოფიერი და სასიამოვნო იყო.

Monday, February 22, 2016

დღე-5


რეფლექსია
დღევანდელმა ტრენინგმა დამარწმუნა, რომ შეფასების ტრადიციული კრიტერიუმი თანამედროვე რუბრიკებით უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებით მომეწონა დროში გაწერილი პროექტის გეგმა. ასეთი სამუშაო მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოსაყალიბლებლად. ასე რომ, თუ მარჯვე მხედარივით ავიღებთ ხელში მოსწავლეთა მუშაობის მართვის სადავეს, ფინიშთან ყოველთვის დროულად და წარმატებით მივალთ.

დღე-4

რეფლექსია
სამუშაო დღე საკმაოდ  დატვირთული იყო. ჯგუფთან ერთად მიმოვიხილეთ საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ესგ-დან შევარჩიე ჩემთვის საჭირო ინდიკატორები და გადმოვიტანე პროექტის გეგმაში,რამაც ხელი შემიწყო ტექნოლოგიის უფრო სწრაფ და ოპტიმალურ გამოყენებაში.

Sunday, February 14, 2016

დღე-3


 რეფლექსია
წარმოვადგინე ბუკლეტის ნიმუში ,, მართალს ვიტყვი,შევიქმნები ტყუილისა მოამბე რად,, ჯგუფის წევრებმა შეაფასეს ნამუშევარი. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ კვლევითმა სამუშაომ მოსწავლეს უნდა განუვითაროს კომუნიკაციის, დასკვნის გამოტანისა და სასურველი თემის პოპულარიზაციის უნარი .