რეფლექსია
დღევანდელმა ტრენინგმა დამარწმუნა, რომ შეფასების ტრადიციული
კრიტერიუმი თანამედროვე რუბრიკებით უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებით მომეწონა დროში გაწერილი
პროექტის გეგმა. ასეთი სამუშაო მოსწავლეებს განუვითარებს კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნებისა
და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნის სრულფასოვანი
მოქალაქის ჩამოსაყალიბლებლად. ასე რომ, თუ მარჯვე მხედარივით ავიღებთ ხელში მოსწავლეთა
მუშაობის მართვის სადავეს, ფინიშთან ყოველთვის დროულად და წარმატებით მივალთ.